Hegho Towers
Castle/Tower (Kakheti - Akhmeta district)

ოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ჰეღოს განაპირას, აღმოსავლეთით. ერთმანეთისგან ორმოციოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს. სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისგან 8 მეტრის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით. ძეგლები დაზიანებულია: ჩამონგრეულია ორივე კოშკის სახურავები, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები.
Hehgo Village Ruins
City/Village ruins (Kakheti - Akhmeta district)

ნასოფლარი , XIX საუკუნეში სოფელი გამოიყენებოდა ავადმყოფების გასახიზნად ანუ ავადმყოფების სხვა სოფლებიდან მოსაშორებლად. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რaმდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.
Heshkili St.George's Church
Church (Samegrelo-Zemo Svaneti - Mestia district)
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სვანეთის ექსპედიციამ (ხელმ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი შ. ჩართოლანი), ნასოფლარ ხეშკილში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1997-98 წლებში აწარმოა. ნაწილობრივ შესწავლილ იქნა ეკლესიასთან დაკავშირებული სამაროვანი, აიზომა და დაფიქსირდა ნასოფლარის ტერიტორიაზე ზედაპირულად შემორჩენილი შუასაუკუნეების ძეგლები.
Holy Trinity Cathedral (Sameba)
Church (Tbilisi - Tbilisi)
სამების ტაძრისთვის საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველში ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ. ჯვრის სიმაღლე კი 7.5 მ. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მ. ტაძრის სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს.