Eki castle
Castle/Tower (Samegrelo-Zemo Svaneti - Senaki district)
მდინარე ცივის ხეობაში, სენაკიდან ათიოდე კილომეტრზე, გზის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე, რომელსაც ადგილობრივნი, ჩვეულებისამებრ „ჯიხას“ უწოდებენ. ადგილი ტყიანია და ციხის დათვალიერება სრულად ვერ ხერხდება. ციხე შედგება გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ყველაფერ ამას ამთავრებს თხრილი, რომელიც გარს უვლის გალავანს. ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ასე რომ, თავისთავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტა მიგვითითებს თარიღზე, რომელიც IV-V საუკუნეებით განისაზღვრება.
Elenta St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
სკრის ელენთის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (6,6X5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით
Elia Tesbiteli monastery
Monastery (Kakheti - Dedoplistskharo district)
წმ. ელიას ტაძარი 2006 წელს აშენდა ძველი ტაძრის ნაშთებზე. არქეოლოგიური გათხრები აქ ეკლესიის არსებობას ჯერ კიდევ VI საუკუნეში ადასტურებს. ალექსანდრე დიუმას (მამა), რომელმაც აქ 1859 წელს იმოგზაურა, მოსახლეობისგან ერთი საინტერესო ლეგენდა ჩაუწერია, რომლის მიხედვითაც, აქ წმინდა ელიასთვის ყორანს მოქონდა საჭმელი და სწორედ ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცას, მას შემდეგ, რაც თავისი მოსასხამი მის მოწაფეს, ელისეს დაუტოვა. ელიაობა ქიზიყელების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, ის 2 აგვისტოს აღინიშნება და მთის კალთებზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.