Region of Mtskheta-Mtianeti (Page 4/14)

Complex of Tsitsishvili Palace
Dariali castle

Dariali castle

Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)     
Dariali castle

დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას (ფოტოზე მოცემულია ნახატი– რეპროდუქცია).

Dariali Monastery Complex
Darkhi St.George's Comples
Davati St.Mary's Complex
Duluzarurebi Church of Kviria

Duluzarurebi Church of Kviria

Church (Mtskheta-Mtianeti - Tianeti district)     
Duluzarurebi Church of Kviria

კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.

Dusheti House (Soldier's Dwelling)
Elia church
Ertso castle
Gergeti trinity church complex

Gergeti trinity church complex

Monastery (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)     Off-road vehiclesThe monument of national significance
Gergeti trinity church complex

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.