Region of Shida Kartli (Page 15/23)
Sakavre St.George's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი.
Sakavre St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,4X7,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სამკუთხა ნიშია. სამხრეთის და დასავლეთის კედლებშიც თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ჩასმულია ყვითელი ქვიშაქვა, რომელზეც ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა
Samtavisi domed Cathedral - (Hillarion Samtavneli)
Monastery (Shida Kartli - Kaspi district)

ამთავისი — ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.
Samtavro Monastery Complex
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.
Samtserisi church
Church (Shida Kartli - Kareli district)
სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაურის ქვემოთ) თარიღდება X საუკუნით და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: `მეორედ მაშენებელსა ფანასკერთელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან.~ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს (კერძოდ მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.
Shalikashvili (St.Mary's) Church
Church (Shida Kartli - Gori district)
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.