Akhalkalaki district (Page 2/2)

Sirgo Church
Vale St.Mary's Church

Vale St.Mary's Church

Church (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)     The monument of national significance
Vale St.Mary's Church

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე შეკეთებულია მარჯვენა ფრთის ზემო ნაწილი და სარკმლები ცოტა გაგანიერებულია. ამ ფასადზე სამი სარკმელია, სამივეს საინტერესო მორთულობა აქვს. განაპირა სარკმლების თავზე რელიეფური ჯვრები და ჩუქურთმის არშიებია, მთავარი სარკმლის ზემოთ კი – სამი ფიგურისაგან შედგენილი რელიეფური ჯგუფი, რომელსაც აგრეთვე ჩუქურთმის არშია ფარგლავს. შუა ფიგურა – ღვთისმშობელია, მარცხნივ – ქალია, რომელიც ღვთისმშობელს ავედრებს თავს (ასომთავრული წარწერა: "წმინდაო ღმრთისმშობელო, კ რ ა ვ ი შეიწყალე". კრავი ქალის სახელია), მარჯვნივ – გაბრიელ მთავარანგელოზი.