მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 15/17)

ციხისძირის (დუშეთის) ესოჯეს წმ. გიორგის ეკლესია
ციხისძირის (დუშეთის) ციხე
ციხისძირის (დუშეთის) წმ. ბარბარეს ეკლესია

ციხისძირის (დუშეთის) წმ. ბარბარეს ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     
ციხისძირის (დუშეთის) წმ. ბარბარეს ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (49X4,2 მ, ტლანქად ნაგები სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომელსაც თარაზული გადახურვა და საფეხურებიანი ძირი აქვს. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. აფსიდის გვერდებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. მისი განივი ღერძი გრძივ ღერძს რამდენადმე სჭარბობს. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

ციხისძირის (მცხეთა) ეკლესია
ციხისძირის ეკლესიები
ცხვარიჭამიის დიდი საყდარი
ცხვარიჭამიის პატარა საყდარი

ცხვარიჭამიის პატარა საყდარი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     
ცხვარიჭამიის პატარა საყდარი

ცხვარიჭამიის პატარა საყდარი დარბაზულია (6,5X6,3 მ) ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კონქის თაღი, შესასვლელის თაღი, აფსიდის კუთხეები) კარგად გათლილი შირიმის ქვაცაა გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთის კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული კარიბჭე, ფასადებზე ამოცვენილია საპირე ქვები. ეკლესიას აღმოსავლეთით უსწოროდ მომრგვალებული აფსიდი აქვს. აფსიდის თაღი და კონქი დადაბლებულია. კონქის თაღის ქუსლებთან შირიმის თაროსებრი იმპოსტებია

ცხვარიჭამიის წმ. მარიამის ეკლესია
ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი

ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     
ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II-ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართ. 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ნაქალაქარი 1971-82 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ნასტაკისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბოხოჩაძე)

ძეგვის სამების ეკლესია

ძეგვის სამების ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     
ძეგვის სამების ეკლესია

ძეგვის სამების ეკლესია დარბაზულია (12,2X6,5 მ), ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. აღმოსავლეთით ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით გამოყოფილი ღრმა საკურთხეველია. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი (ორ ვიწრო თაროს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყე) კაპიტელებია. მათი ქვედა ნაწილი წინიდან გლუვია, ხოლო აფსიდის გვერდებზე მათ პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია