ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

მოკლე აღწერა: ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები. ექსპონატების რაოდენობა არის 485.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმისახლმუზეუმი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 744 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ