ვანთა, სასახლის ნაშთები

ვანთა, სასახლის ნაშთები

მოკლე აღწერა: ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ვანთა, სასახლის ნაშთებისხვადასხვა
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 570 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ