სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი

სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია. ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. თეთრიწყარო. თბილისიდან თეთრიწყარო დაშორებულია 58 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ;
ქ. თეთრიწყარო - სოფ. სამშვილდე 5 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. სამშვილდე - სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი 0,8 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა მანგლისში ან ქ. თბილისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (2 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 583 მ
მაღალი გამავლობის ავტომობილი მაღალი გამავლობის ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ