მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი

მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. წყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშრად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. ჩანჩქერებს დაჰყურბს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი. ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებით და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა კარსტლი წყლების უხვი გამოსავლებით.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - სოფ. მეორე ბალდა - 9 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. მეორე ბალდა - ადგილი რაჩხა 11,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (სამხიდიანი ავტომობილი);
ადგილი რაჩხა - მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 3,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (10 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1002 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ