დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი

დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: მდ. ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი - 7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი - 7 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 410 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ