დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
ქ. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. დაშბაში - დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (14 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1400 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ