გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი

გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი. მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი - 5,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქალაქ მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (29 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 222 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ