პომპეუსის ხიდი

პომპეუსის ხიდი

მოკლე აღწერა: მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-IIIსს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

დამატებითი ინფორმაცია: 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამ მალიანი ხიდი (პროექტის ავტორები ი. კარელინი, ინჟ-მშენებელი ბ. მიქელაძე).

პომპეუსის ხიდიხიდი
Loading...
5/5 ქულა (899 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 454 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ