ცხირეთის ციხე

ცხირეთის ციხე

მოკლე აღწერა: ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება 1170. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. 1454 ქართლის მეფე გიორგი VIII-მ ციხე ფეოდალ გამრეკელ ჯავახიშვილს გადასცა. 1609 ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება, მაგრამ თევდორე მღვდელმა მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე გიორგი სააკაძეს უბოძეს. 1632 აქ იდგა ქართლის მეფე როსტომი, რომელიც გავლენიან ფეოდალ ნოდარ ციციშვილის მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე 1652 ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს იორამ სააკაძეს დაუბრუნა.

დამატებითი ინფორმაცია: ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალავნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.

ცხირეთის ციხეციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 902 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ