ტირძნისის ციხე-გალავანი

ტირძნისის ციხე-გალავანი

მოკლე აღწერა: ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ტირძნისის ციხე-გალავანიციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 828 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ