ავტონომიური (offline) რუკა სმარტფონში

ავტორი:
თარიღი:

რუკა ლაშქრობაში აუცილებელი და ფრიად სასარგებლო ატრიბუტია. ათწლეულების კი არადა სულ რამოდენიმე წლის წინ ციფრული რუკა საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო თუმცა მოგვიანებით იგი არათუ სპეციალური GPS მოწყობილობებისთვის არამედ ყველა თანამედროვე სმარტფონისთვის გახდა ხელმისაწვდომი. თავიდან სმარტფონებში ციფრული რუკებთან მუშაობა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში და მისი მოხმარებისთვის საჭირო იყო ინტერნეტ კავშირი, ამ საკითხის მოგვარებაში განსაკუთრებით პასიურობდა  ესოდენ გავრცელებული Google Maps, რომელმაც საბოლოოდ კონკურენციის ხარჯზე მაინც შექმნა ციფრული რუკის ავტონომური ვერსიები თუმცა ავტონომიური რეჟიმისთვის იგი მაინც არ არის ისეთი დახვეწილი როგორც მისი კონკურენტები.

ამ თემაში არ მოვყვები რა მჯობინებანი აქვს თითოეულ მათგანს, უბრალოდ პირდაპირ გადავალ, ერთერთ ცნობილ და მოქნილ რუკაზე, რომელიც  openstreetmap-ის სახელით არის ცნობილი. openstreetmap (http://www.openstreetmap.org) არის უფასო რესურსი და ამ რესურსის განახლება ხდება საკმაოდ ინტენსიურად.

რაც შეეხება მობილურ აპლიკაციებს რომელიც საბაზისოდ იყენებენ openstreetmap-ის ბაზას. ასეთი აპლიკაციები უამრავია, მათ შორის განსხვავება მხოლოდ დამატებით ფუნქციებია და ამ აპლიკაციებს შორის დღეს განვიხილავთ ერთერთ ყველაზე მოქნილ აპლიკაციას maps.me-ს, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად ავტონომიურ რეჟიმში პუნქტამდე მისასვლელი გზის ძიების საშუალებას იძლევა.
maps.me დღეისთვის ხელმისაწვდომია როგორც iOS ასევე Android პლატფორმისათვის.
როგორც უკვე ავღნიშნე, იგი როგორც სხვა უამრავი აპლიკაცია იყენებს openstreetmap-ის ბაზას თუმცა გააჩნია სხვა დამატებითი ძალიან სასარგებლო ფუნქციები, მუშაობა ფრენის რეჟიმის (airplay) დროს, პუნქტამდე მისასვლელი გზის ავტონომიურ რეჟიმში გამოთვლის შესაძლებლობა, KML და KMZ ფაილის იმპორტი, როგორც პუნქტების, ასევე წინასწარ მომზადებული გასავლელი ტრეკის შენახვა და რუკაზე გამოტანა. რუკის ავტონომიურ რეჟიმში სამუშაოდ საჭიროა ერთჯერადად ჩამოვწეროთ სასურველი ქვეყნის რუკა და შემდეგ ვიმუშავებთ მასთან თავისუფლად. ჩამოტვირთული რუკის განახლების შემთხვევაში აპლიკაცია შეტყობინების სახით გვამცნობს რუკის არსებული განახლების შესახებ.

 

პუნქტის ძიება საკმაოდ მოხერხებულია, ქართულ დასახელებებს ეძებს როგორც ქართულად ასევე ლათინური ასოებითაც, ახდენს სასურველ ნიშნულამდე მისასვლელი გზის კალკულაციას როგორც ავტომობილის გზის მიხედვით ასევე საცალფეხო ბილიკის მიხედვითაც. გაჩვენებთ დასაფარი გზის შესაბამის დროსა და სიგრძეს.  

 

KML ფაილის იმპორტი საკმაოდ მოხერხებულია გასავლელი მარშრუტის წინასწარ დასაგეგმად. ერთდროულად შესაძლებელია რამოდენიმე KML ფაილის იმპორტი სანიშნეებს და სასურველი KML ფენის გამოჩენა რუკაზე. 

 

ნავიგაციის რეჟიმში აპლიკაციას გააჩნია ხმოვანი ბრძანებები, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია ავტომობის მართვისას. იგი დროულად გატყობინებთ რომ წინ გელოდებათ გზის გასაყარი სადაც თქვე მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა წახვიდეთ. ასევე გააჩნია ინტერფეისისა და რუქის ფერების ავტომატური ცვლილება დღისა და ღამის საათების მიხედვით. გააჩნია კომპასი და სხვა დამატებითი ინსტრუმეტები. გადაადგილებისას თუ თქვენ აცდით მარშრუტს, აპლიკაცია ავტომატურად ახდენს ახალი მარშრუტის გადათვლას და შესაბამის ინფორმაციას გაწვდით ეკრანზე.

 

სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ :) 

 

 

კომენტარები
იტვირთება...