Region of Shida Kartli (Page 23/23)

წინკიბის ანსამბლის წმ. ბარბარეს ეკლესია
ხედი სოფელ ცხავერზე
ხოვლეს აკვედუკი
ხოფის მონასტერი

ხოფის მონასტერი

Church (Shida Kartli - Akhalgori district)     The monument of national significance
ხოფის მონასტერი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია ქსნის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლში, სოფ. მოსაბრუნის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. ეკლესია შემოსილია მოყვითალო-ოქროსფერი თლილი ქვით, შიგნით კედლები ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, კონსტრუქციული ელემენტები - პილასტრები, თაღები, სარკმლის ღიობები და კონქი - გათლილი ქვითაა ამოყვანილი. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). აღმოსავლეთი აფსიდი ნახევარწრიულია, კამარა - ოდნავ ისრისებრი. გარედან ძეგლი უხვადაა შემკული ჩუქურთმით. ვინაიდან ეკლესიას მისასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამიტომ დასავლეთი ფასადი განსაკუთრებით მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. შესასვლელი და მის ორივე მხარეს დატანებული თითო ნიში გაერთიანებულია სამთაღიანი კომპოზიციით, რომელსაც აგვირგვინებს მოჩუქურთმებულსაპირეებიანი სარკმელი (გამოყენებულია კაბენის ტაძრის კომპოზოცოა მცირე განსხვავებით). ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით კარიბჭეები აქვს. სამხრეთ კარიბჭეზე სამრეკლოა დაშენებული (XVIII ს.). სამონასტრო ნაგებობათაგან შემონახულია გეგმით მართკუთხა, მოზრდილი, ბუხრიანი ნაგებობა - სატრაპეზო. შემორჩენილია სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.