აწყურის ციხე

აწყურის ციხე

Short description: ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

Additional information: აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.

2009 წლის 19 აგვისტოს ციხე ჩამოინგრა და 2013 წელს მასზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აწყურის ციხე კვლავ დანგრევის პირასაა.

აწყურის ციხეCastle/Tower
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
Altitude: ≈ 919 m
Off-road vehicles Off-road vehicles
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake