წალენჯიხის ტაძარი

წალენჯიხის ტაძარი

Short description: ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.

Additional information: შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერ­ში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინას­ტიის წარმომადგენლები.

კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლო­ბაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღ­დგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წი­ნამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარ­დაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი.

წალენჯიხის ტაძარიChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 235 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake