Imereti King's Palace (Okros Chardakhi)

Imereti King's Palace (Okros Chardakhi)

Short description: ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია ქუთაისში რიონის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის დგას. თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა. XVII საუკუნეში რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს, სამეფო კომპექსი დახვდათ. კომპლექსის ზოგი ნაგებობა, მათი ცნობით, მეფე გიორგი III-ის (1605-1638) აშენებული და მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) შეკეთებული იყო. რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი. ეზოს შუაში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - მაგიდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სახლინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი. სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში, ლევან II დადიანის თავდასხმების დროს, და 1770-იანი წლებისთვის უკვე მიტოვებული იყო. იგი ნაწილობრივ მეფე სოლომონ II-მ აღადგინა. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. 1810 წლიდან ოქროს ჩარდახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. 1830 წელს სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს მიაკუთვნეს, შემდეგ თუმანიშვილებმა და აკოფაშვიოლება იყიდეს. 1851 წლიდან ოქროს ჩარდახი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორის საცხოვრებლად განაწესეს. 1891 წლიდან შენობა სასწავლო უწყებამ შეიძინა გიმნაზიის თანამშრომლების ეკლესიად. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. წაგრძელებული მართკუთხა გეგმის ორსართულიანი შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი (თაღები ოთხ რიგად განლაგებულ 12 ბურჯს ეყრდნობა). მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე 1960-იან წლებში მიიღო.

Additional information: No additional information

Imereti King's Palace (Okros Chardakhi)Church
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Accuracy 5 KM
Altitude: ≈ 126 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake