Keterisi Mineral Vaucluse Natural monument

Keterisi Mineral Vaucluse Natural monument

Short description: კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.

Additional information: მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;
სოფ. კობი - სოფ. ქეთერისი - 15,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; სოფ. ქეთერისი - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ (საფეხმავლო);
დაბა სტეფანწმინდა - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 33 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Keterisi Mineral Vaucluse Natural monumentNatural Monument
Loading...
5/5 Rating (1 Vote)
Altitude: ≈ 2180 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake