Oniori Waterfall and Tobi's first Cave Natural Monument

Oniori Waterfall and Tobi's first Cave Natural Monument

Short description: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

Additional information: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Oniori Waterfall and Tobi's first Cave Natural MonumentNatural Monument
Loading...
5/5 Rating (1 Vote)
Altitude: ≈ 689 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake