Eagle Canyon Natural Monument

Eagle Canyon Natural Monument

Short description: ბუნების ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. არწივის ხეობა ქ. დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის მცენარეები გვხვდება. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც – შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching).

Additional information: არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.).
კანიონში, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსად გვხვდება.
არწივის ხეობაში საფეხმვალო მარშრუტის სიგრძეა 1 კმ, რომლის გავლა შესაძლებელია 1 სთ-ში.
ხორნაბუჯის ციხეზე საფეხმავლო მარშრუტის სიგრძეა 0.5 კმ. მის გავლას 30 წუთი სჭირდება.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო. თბილისიდან დედოფლისწყარო დაშორებულია 130 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ;
ქ. დედოფლისწყარო - არწივის ხეობის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. დედოფლისწყაროში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Eagle Canyon Natural MonumentNatural Monument
Loading...
5/5 Rating (1 Vote)
Altitude: ≈ 778 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake