Category - Monastery (Page 3/7)

Jumati monastery
Jvari monastery
Katskhi Column Monastery Complex
Katskhi's Cylindrical form Church

Katskhi's Cylindrical form Church

Monastery (Imereti - Tchiatura district)     The monument of national significance
Katskhi's Cylindrical form Church

კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.

Khirsi monastery
Kintsvisi monastery
Kopiza monastery
Kvatakhevi Monastery Complex

Kvatakhevi Monastery Complex

Monastery (Shida Kartli - Kaspi district)     The monument of national significance
Kvatakhevi Monastery Complex

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. (თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.

Kvirike monastery
Largvisi Monastery

Largvisi Monastery

Monastery (Shida Kartli - Akhalgori district)     The monument of national significance
Largvisi Monastery

ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც, მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.