Category - Church (Page 29/39)

Tskhvarichamia small church
Tskhvarichamia St.Mary's Church
Tsofi Castle

Tsofi Castle

Church (Kvemo Kartli - Tetri tskharo district)     The monument of national significance
Tsofi Castle

წოფის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟირნა) მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს დასავლეთით 7 კმ-ზე). წოფის ციხის მიდამოებში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. აქაური დანგრეული გამოქვაბული - მუსტიეს ხანის სადგომია. წოფის ციხის მიდამოებშივეა ზედა პალეოლითისა და ენეოლითის ხანის, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარები. წოფის ციხე ფუნქციონირებდა VI-XIII საუკუნეებში. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. შემორჩენილია ზედა ციხის ნანგრევები და გალავნის ფრაგმენტები, რომლითაც კლდოვანი ფერდობის დიდი ტერიტორია იყო შემოზღუდული. ზედა ციხეში 2 სათავსია და 4 ნახევრად წრიული ბურჯი. აქვეა საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთები და მცირე ეკლესიის ნანგრევები. კლდეკარში, ზღუდის წყობაში და სხვა ნაწილების შენებისას გამოყენებულია უფრო ადრეული „ციკლოპური“ კედლები. წოფის ციხესთან ნასოფლარია. შემორჩენილია ორი დარბაზული ტიპის საყდარი, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.

Tsromi church

Tsromi church

Church (Shida Kartli - Khashuri district)     The monument of national significance
Tsromi church

ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. წრომის ტაძარი 626-634 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით აიგო. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი.

Tsugrugasheni church

Tsugrugasheni church

Church (Kvemo Kartli - Bolnisi district)     The monument of national significance
Tsugrugasheni church

წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი. ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.

Tsveri St.George's Church
Ubisi Monastery

Ubisi Monastery

Church (Imereti - Kharagauli district)     The monument of national significance
Ubisi Monastery

მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ­სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რო­მელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭუ­რებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა. XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მო­წაფე გერასიმე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სე­რობა».

Ude St.Mary's Church

Ude St.Mary's Church

Church (Samtskhe-Javakheti - Adigeni district)     The monument of national significance
Ude St.Mary's Church

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის იერსახის შეცვლა, გალავნისა და გუმბათის გადაკეთება მიმდინარეობს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ნაგებობა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა, თუმცა ეკლესიებს შორის არსებული ზეპირი შთანხმების საფუძველზე ბოლო დრომდე ტაძრის პირვანდელ იერ–სახე შენარჩუნებული იყო. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომლის ისტორიული მეპატრონისათვის დაბრუნების საკითხს კათოლიკე ეკლესია მუდმივად სვამს. ტაძარი 1904-1906 წლებში კათოლიკე ქართველების მიერ აიგო. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ ეკლასია აგებულია ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. ეკლესიის გუმბათის ჯვარზე კი, როგორც ადგილობრივი კატოლიკები აცხადებენ, ამოტვიფრულია წარწერა: ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით. 1930-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და მას შემდეგ იქ ლოცვა მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს. ადგილობრივი კათოლიკე მოსახლეობისა და არალის კათოლიკე ეკლესიის მღვდლის, მიხეილ სურმავას ცნობით, 2012 წლის ზაფხულის მიწურულსა და სექტემბერში დაინგრა ეკლესიის ძველი გალავანი და აშენდა ახალი. ძველ გალავანში ჩატანებული ფილები, რომელზეც ჯვრებია გამოსახული და გალავნის ორნამენტები, ახლა ეკლესიის ეზოშია მიმოფანტული. ეკლესიიდან დაახლოებით 25–30 მეტრის მოშორებით შენდება ახალი სამრეკლო და სხვა სათავსოები. მას შემდეგ რაც სექტემბერში, ამ მშენებლობისადმი უკმაყოფილება გამოხატა ადგილობრივმა კათოლიკურმა თემმა, მშენებლობა შეჩერდა. თუმცა ა.წ. ნომებრიდან მშენებლობა სრულად განახლდა და იგი შეეხო ეკლესიის გუმბათსაც. უდეს ღვთისმშობლის ტაძარს აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა და როგორც აღინიშნა, ამ გუმბათზე აღმართული ოყო წარწერიანი ჯვარი, სადაც ეწერა, რომ ჯვარი 127 კათოლიკეს შენაწირით ჩამოისხა.

Uplistsikhe Kvavi's (Raven) Church
Uplistsikhe St.Mary's Church

Uplistsikhe St.Mary's Church

Church (Shida Kartli - Gori district)     
Uplistsikhe St.Mary's Church

ღვთისმშობლის ეკლესია (3,5X2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.