Category - Castle/Tower (Page 3/12)

Eki castle
Ertso castle
Fortress Shales, კახეთის კარიბჭე
George (Giorgi) Saakadze Castle and Tower
Girevi Tower

Girevi Tower

Castle/Tower (Kakheti - Akhmeta district)     The monument of national significance
Girevi Tower

გირევის კოშკი — მდებარეობს თუშეთში, ნასოფლარ გირევის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია (4,2 X 3,9 მ, სიმაღლე 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული, დანარჩენების კი, ხის კოჭებს დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია - მიწიდან 2,1 მეტრის სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სათავსია. პირველი სართული მეორე სართულთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი „სამზირი“ გრძელდება. კოშკის ოთხივე ფასადზე, III და IV სართულის დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ოთხ-ოთხი ასეთი რომბია, ხოლო სამხრეთ ფასადზე - სამი. კოშკს საფეხურებიანი პირამიდისებრი გადახურვა აქვს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

Gori castle
Hegho Towers
Indurta Towers

Indurta Towers

Castle/Tower (Kakheti - Akhmeta district)     The monument of national significance
Indurta Towers

ინდურთის კოშკი — კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნასოფლარ ინდურთის თავზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კლდოვანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეხუთე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველ სართულზე (7 X 7 მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი კარია, კარის ჩრდილოეთით - ერთი სათოფური. მსგავსი ორ-ორი სათოფურია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის სამხრეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია, დანარჩენ კედლებში, სხვადასხვა დონეზე, სათოფურებია განლაგებული. მეხუთე სართულის კედლებიდან მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებს სალოდეების კვალი შემორჩა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

Itri tower

Itri tower

Castle/Tower (Shida Kartli - Khashuri district)     
Itri tower

საჯვარე კოშკი ოთხკუთხაა (4,45X4,3 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სართულებს შორის გადახურვა, კედლები, შემორჩენილია ოთხი სართული.კარი ჰქონდა აღმოსავლეთით, მეორე სართულზე. სართულებს შორის ძელური გადახურვა იყო(შემოცენილია საძელე ბუდეები). პირველი სართულის ჩრდილო კედელში მოზრდილი ბუხარია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თახჩები. მეორე სართულის ბუხარი პირველი სართულის ბუხრის ღერძზეა. კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები მესამე სართულის კედლებშიცაა. სამხრეთ კედელზე მიშენებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე..

Jinvali St.George's Castle