კატეგორია "WEB"-ის არქივი
ქართველი ხარ ბიჭოო? :) ანუ User Country Detector
ძალიან მაგარი ფილმია, როგორც უმეტესი ქართული ფილმები, მაგრამ ამ პოსტს არანაირი კავშირი არ ააქვს ამ ფილმთან გარდა პოსტის სათაურისა მოკლედ განვიხილოთ რა გვინდა. ხშირად არის შემთხვევა როცა გვსურს ჩვენს საიტზე ქართველი ვიზიტორის დადგენა, ამის თითქმის ერთადერთი საშუალება არის ვიზიტორის ip-ის დადგენა, გარჩევა და შესაბამისი რეაგირება. არსებობს უცხოური რესურსები, რომლებიც გვაძლევენ მსოფლიო ip-ების სიას, დაჯგუფებულს ქვეყნების [...]
Iphone -ს აღმოჩენა როგორც საიტის ვიზიტორი
თუ გადავწყვეტთ ვებ გვერდის დამზადებას Iphone/Ipod-ისთვის აუცილებლად დაგვჭირდება მისი ვიზიტის აღმოჩენა და სასურველ გვერდზე გადამისამართება. ინტერნეტში ერთერთი “ბოდიალის” დროს ჩავიჭყიტე ESPN.com-ის სოურსში და იქ წავაწყდი Iphone/Ipod-ით შემოსული კლიენტის აღმოჩენის ჯავასკრიპტს -
Internet Explorer 6 Must Die!
Code.ge Presents: Internet Explorer 6 Must Die! ასე განაცხადა 2009 წლის 27 სექტემბერს (უფრო ადრეც ველოდით ) ოფიციალურად სოსომ თავის ბლოგზე. http://www.code.ge/ie6mustdie სწორიც იყო და ალალიც . თუ რატომ და რისთვის შეგიძლიათ ზემოთ ხსენებულ ბმულს მიჰყვეთ. ხოლო რაც შეეხება ამ ჩემს პოსტს – მინდა იგივე კოდი შემოგთავაზოთ jQuery-ის პლაგინის სახით.
IP-ების კონტროლი და დაცვა php-დან
ამ პოსტში მოკლედ შემოგთავაზებთ პატარა ფუნქციას რომელიც დიდი უნიკალურობით არ გამოირჩევა, მაგრამ გამოსადეგია და მარტივი. ამ ფუნქციის მეშვეობით შეგვიძლია კონკრეტული IP ან IP-ების კლასი ჩავკეტოთ ან დავუშვათ საიტზე, უფრო სწორედ სისტემაში, მაგალითად ვებ გვერდის ადმინ პანელში (რომელშიც შესვლა გვინდა დავუშვათ კონკრეტული IP-დან თუ IP-ების კლასიდან), ან კიდევ ვებ გვერდზე (სადაც გვინდა დავბლოკოთ კონკრეტული IP თუ [...]
ფონის ფერის სრული ავტომატური გრადაცია ბროუზერებში
ვერ მოვიფიქრე უფრო კარგად როგორ დამეწერე ამ ყველაფრის სათაური, აქ არის განხილული და მოცემული ერთგვარი სოლუშენი თუ როგორ გავუკეთოთ ჩვენს HTML დოკუმენტს ფონად გრადაციული სურათი, რომელიც არ არის ფიქსირებული სიგრძის სურათი და შესაბამისად დოკუმენტის სიგრძის მიუხედავად იგი გრძელდება მის ბოლომდე.
mod_deflate in Apache ანუ js და css ფაილების ავტომატური კომპრესაცია
ამ პოსტში მინდა შევეხო js და css ფაილების კომპრესაციას Apache -ს მოდულის mod_deflate საშუალებით. ჩემ მეგობარ ბმულზე არსებულ ბლოგზე სოსოს ერთერთ ძველ პოსტში აქვს დაახლოებით ასეთი პოსტი, თუმცა მე მინდა ისევ მივუბრუნდე ამ თემას და კონკრეტული შედეგები განვიხილოთ. თავიდანვე ვიტყვი რომ Client Side დეველოპმენტის დროს ეს საშუალება ერთერთი მისწრებაა. ბოლო პროეტქის გამო ყურადღების გამახვილება მომიწია [...]
Resizable Textarea
HTML-ში ყველამ ვიცით textarea ელემენტი. თითქმის ყველა ბროუზერში ეს ელემენტი გვხდება ფიქსირებული სიგრძე სიგანით. მაგრამ მხოლოდ თითქმის(!) ყველა ბროუზერში. თუ გადავხედავთ ამ ელემენტს Safari და Chrome-ში ვნახავთ რომ მას მარჯვენა ქვედა კუთხეში მოსდევს მისი ზომის გასაზრდელ შესამცირებელი იკონი
ფერები, RGB, HEX ამჯერად უკვე javascript-ში
დავიწყებ წინა პოსტის მსგავსად – რამოდენიმე ხნის წინ დამჭირდა ფერების კოდის კონვერტაცია ერთმანეთში, კერძოდ, hex – rgb-ში და პირიქით, მოკლედ შემოგთავაზებთ php ფუნქციებს, რომლებიც… ოპ, ამჯერად შემოგთავაზებთ არა php არამედ javascript ფუნქციებს რომელიც შეგვისრულებს იგივე საქმეს რასაც ვაკეთებდით php-ით წინა პოსტში
ფერები, RGB, HEX
რამოდენიმე ხნის წინ დამჭირდა ფერების კოდის კონვერტაცია ერთმანეთში, კერძოდ, hex – rgb-ში და პირიქით, მოკლედ შემოგთავაზებთ php ფუნქციებს, რომლებიც მარტივად შეასრულებენ დავალებულ საქმეს პირველ რიგში ცოტა ადრე განხილულ ფუნქციას გამოვიყენებ სახელად get_string_between, რომელიც წარმატებით იქნა მოდიფიცირებული programmer-ის მიერ. ეს დაგვჭირდება rgb სტრინგის დაშლისას.
ქართული ვალუტის კურსი ჩვენს ვებ გვერდზე (GERL)
ბევრი თხოვნების მერე გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა. მავან ხალხს აინტერესებს თუ როგორ ჩასვას თავის ვებ გვერდზე ქართული სავალუტო კურსი, ამისთვის არსებობს რამოდენიმე მზა სერვისი, იგი მარტივად გაძლევს კოდს რომელსაც ჩასვამ შენს გვერდზე და მორჩა, მაგრამ მაშინ როცა გვინდა ჩვენი ვალუტის კურსის ბაზა გვქონდეს ან უბრალოდ ლაივში იღებდე ეროვნული ბანკის საიტიდან მონაცემებს ბევრი კითხულობს თუ როგორ [...]

